Monday, March 27, 2017

პროექტი

1
პროექტის სახელწოდება
ჩაის სმის ტრადიცია რუსეთში
2
პროექტის აქტუალობა
პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაეცნონ ჩაის სმის ტრადიციას რუსეთში,გაიგებენ თუ საიდან წამოვიდა ეს ტრადიცია,როგორ ხდება დაპატიჟება, როგორ ხვდებიან სტუმარს, რა უნდა იყოს სუფრაზე, როგორ ჭურჭელში  უნდა მომზადდეს და როგორ, გაიგებენ თუ რას ეწოდება – სამოვარი.
3
მოსწავლეთა ასაკი
14 – 15 წელი
4
პროექტის მიზნები
მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკას. ისწავლიან ამ თემასთან დაკავშირებულ ახალ სიტყვებს. მოიპოვებენ თემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.შეძლებენ ერთმანეთის დაპატიჟებას და გამასპინძლებას თავის სუფრასთან.
5
ვადები/ხანგძლივობა
3 – 4 კვირა
6
მოსალოდნელი შედეგი
უცხ.IX  4,5,6,6,8
უცხ. დ.III   25,26,27
7
პროექტისთვია საჭირო რესურსი
ჭურჭელი ჩაისათვის, სამოვარი,ტკბილეულობა, მურაბა, თაფლი; ფორმატი,ფოტომასალა,ინტერნეტი
8
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობა)
მოსწავლეები ყვებიან ლექსებს, ყვებიან თუ რომელ ქვეყნებში არის პოპულარული ჩაი. საიდან მოხვდა ჩაი რუსეთში, როდის გამოიგონეს სამოვარი. რომელი ქვეყანა ითვლება ყველაზე ჩაის მსმელად, პასუხობენ შეკითხვებს,ამბობენ რუსულ ანდაზებს, ასახელებენ ნაწარმოებებს, სადაც ჩაიზე არის საუბარი, მიირთმევენ ჩაის.
9
საგნებთან კავშირი
ერთი ჯგუფი მოგვითხრობს თუ რა შემადგენლობისაა ჩაი, რა ნივთიერებებითაა მდიდარი.
მეორე ჯგუფი მოგვითხრობს რომელ ქვეყნებში მოჰყავთ ჩაი.
მესამე ჯგუფი – თუ როგორი ნიადაგი და კლიმატია საჭირო ჩაის მოსაყვანად.
მეოთხე ჯგუფი დაასრულებს იმით, რომ მოგვითხრობს თუ რა იციან მხატვრული ლიტერატურიდან ჩაიზე.
ბოლოს მოხდება პროექტის შეფასება: იხ.რუბრიკა
10
პროექტის ხელმძღვანელი
ელზა რიაბკინა